გარანტია
ტექნიკის კატეგორიიდან ნივთის შეძენისას, მისი სერიული ნომერი ებმება მომხმარებლის ინვოისს და აღირიცხება ელექტრონულად. მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია საგარანტიო ტალონის ბეჭდური სახით მიწოდება, თუმცა ძირითადად ვიყენებთ ელექტრონულ ტალონებს.
კომერციული გარანტია
კომერციული გარანტია გულისხმობს მოვაჭრის ან მწარმოებლის (გარანტიის გამცემის) მიერ, კანონისმიერი გარანტიის (ხელშეკრულებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულების) გარდა, მომხმარებლის სასარგებლოდ დამატებით და უსასყიდლოდ ნაკისრ, გადახდილი ფასის ანაზღაურების, საქონლის შეცვლის, შეკეთების ან მომსახურების სხვა ვალდებულებებს.
- კომერციული გარანტია არ ზღუდავს მომხმარებლის კანონისმიერ უფლებებს.
- კომერციული გარანტიის პირობები (ხანგრძლივობა, მოქმედების ტერიტორია, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, მოვაჭრის სახელი და მისამართი) თითოეულ საქონელზე ინდივიდუალურია და მომხმარებელს ინფორმაცია მიეწოდება ინდივიდუალურად.
საგარანტიო მომსახურების პირობები
- საგარანტიო ვადის ათვლა იწყება მიღება-ჩაბარების გაფორმების დღიდან.
- საგარანტიო მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით PrimeShop-ის ცხელ ხაზზე: 032 2 401 401.
- სერვისში ნივთის მოხვედრიდან პრობლემის მოგვარების საშუალო ვადაა 14 კალენდარული დღე. თუ პროდუქტის შესაკეთებლად საჭიროა დაზიანებული ნაწილის გამოწერა, ვადა შესაძლოა გაიზარდოს 40 კალენდარულ დღემდე; ხოლო თუ წუნის აღმოფხვრას სჭირდება 40 კალენდარულ დღეზე მეტი, ნივთი ექვემდებარება შეცვლას. შეცვლისას მაღაზია ხელმძღვანელობს ამ მდგომარეობის დადგომის თარიღისთვის შესაცვლელი პროდუქტის საბაზრო ღირებულებით; თანხის ანაზღაურება ხდება უნაღდოდ, მომხმარებლის ანგარიშზე ჩარიცხვით.
- დამატებითი კომფორტისთვის, რიგ შემთხვევებში — როდესაც ნივთის წუნი შესაძლოა დადასტურდეს დისტანციურად და ნათელია, რომ დაზიანების გამოსწორება შეუძლებელია ან დასჭირდება 40 კალენდარულ დღეზე მეტი — ნივთს გიცვლით მისამართზევე, სერვის ცენტრში მოსვლის გარეშე. ამ პირობის გამოსაყენებლად შესაძლოა მოგთხოვოთ პროდუქტის წუნის დასურათება ან ვიდეოს სახით ასახვა.
ნივთი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას, თუ:
- გასულია საგარანტიო ვადა;
- სერიული ნომერი არ ემთხვევა მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქტს;
- ნივთს აღენიშნება მექანიკური, თერმული ან წყლის მექანიზმში შეღწევით გამოწვეული დაზიანება;
- პროდუქტის კომპლექტაცია არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი (იგულისხმება არსებითი შემადგენელი ნაწილები — არა ინსტრუქცია, ყუთი და ა.შ.);
- ნივთი დაზიანდა არასწორი ექსპლუატაციის გამო;
- ნივთი არ არის საწარმოო/კომერციული დანიშნულების და დაზიანდა კომერციული დანიშნულებით გამოყენებისას;
- დაზიანება გამოწვეულია ელექტრო გაუმართაობით (მაღალი დენის მოვარდნა);
- ნივთი შეკეთდა/გაიხსნა თვითნებურად ან არაოფიციალური სერვისცენტრის მიერ;
- ნივთი დაზიანდა მესამე პირის მიერ არასწორი მონტაჟის ან ჩართვის დროს, ან არ იქნა გათვალისწინებული ინსტრუქციაში მოცემული საექსპლუატაციო პირობები;
- მოწყობილობის სახარჯი მასალები გამოყენებულია ექსპლუატაციის პირობების დარღვევით.
გაითვალისწინეთ: საგარანტიო პირობა ვრცელდება პროდუქტის ძრავსა და მის არსებით/მაკომპლექტებელ ნაწილებზე.
მიმოხილვები ვერ მოიძებნა
შეაფასე