დაბრუნების პოლიტიკა

კომპანიის დასახელება: შპს ნანოტეკი (ს/კ 404504791)

კანონისმიერი გარანტია

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობები:

  • მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს კანონისმიერი გარანტიით საქონლის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში.
  • საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს კომპანიის წარმომადგენელს და წარმოადგინოს: შეძენის თარიღი, სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი.
  • კომპანია ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.
  • თუ საქონელი ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამო (ნაკლის მქონე) აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (უსასყიდლო შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.

შეკეთება, შეცვლა და ფასის შემცირება

  • საქონლის უსასყიდლო შეკეთება ან შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებაა — გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქონლის ბუნებიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია ან არათანაზომიერ, შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
  • საქონელი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს გონივრულ ვადაში, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი შეფერხების გარეშე.
  • უსასყიდლო შეკეთება/შეცვლა მოიცავს კომპანიის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების) გაწევას.
  • მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ: ა) შეკეთება/შეცვლა შეუძლებელია; ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა/შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულებისადმი ინტერესი დაკარგა.
  • მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
  • თუ ნაკლი მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოჩნდა, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვაჭრეს; 6 თვის შემდეგ — მომხმარებელს.

პროდუქტის უკან დაბრუნების წესი

  • მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს უკან დაბრუნების მოთხოვნა. ვადა აითვლება ნივთის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან; ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებელი კარგავს დაბრუნების უფლებას.
  • კომპანია ვალდებულია დაბრუნების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში დააბრუნოს გადახდილი თანხა — იმ მეთოდით, რომელიც მომხმარებელმა დააფიქსირა.
  • მომხმარებელი ვალდებულია საქონელი დააბრუნოს შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს დაბრუნების უფლებას.
  • საქონლის უკან დაბრუნების ხარჯს ანაზღაურებს მომხმარებელი.

როგორ დააფიქსიროთ დაბრუნება

თუ გადაწყვეტთ ნივთის დაბრუნებას, შეგვატყობინეთ ერთ-ერთი გზით:
???? ცხელი ხაზი: 032 2 401 401
✉️ ელ-ფოსტა: [email protected]
???? Facebook: PrimeShop

აუცილებლად მიუთითეთ: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, შეკვეთის ნომერი (ID).
ნივთის მიწოდების მისამართი: თბილისი, წერეთლის 116 · დაბრუნების დრო: 11:00–18:00 (შაბათ-კვირის გარდა).

დაბრუნების გამონაკლისები

  • ჰიგიენური ნივთები, რომელთა ჰერმეტულობა დაირღვა მიწოდების შემდეგ;
  • 30 ლარამდე ღირებულების პროდუქცია;
  • გამოყენებული პროდუქცია, თუ კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა ნივთი საკუთარი სახსრებით ხელახლა გასაყიდ კონდიციაში მოიყვანოს.

კანონის შესაბამისად, თუ ნივთს ან მის თანმხლებ ნაწილებს აღენიშნება ცვლილება (არ იგულისხმება სტანდარტულ პირობებში ყუთის გახსნა დასათვალიერებლად), კომპანია იტოვებს უფლებას ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და დაგიბრუნოთ გადახდილი თანხის ნაწილი, ნივთის მდგომარეობის შესაბამისად.

⚠️ გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ დაბრუნებისა და საგარანტიო მომსახურების პირობებს, რათა თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი გაუთვალისწინებელი უსიამოვნებები. საგარანტიო პირობები სრულად იხილეთ გვერდზე გარანტია.
კომენტარები

მიმოხილვები ვერ მოიძებნა

შეაფასე