აკუმულატორული ვიბრაციული ჩაქუჩი და პნევმატური დგუში მეტლახისა და კაფელის დასაგებად MAKITA BT-121532 (12 V LI-ION) განვადებითა და ადგილზე მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული აპარატი წარმოადგენს ვიბრაციული აპარატისა და პნევმატური დგუშის ჰიბრიდს, მისი დახმარებით შეგიძლიათ ვაკუუმის წნევის დახმარებით აიღოთ 120 სმ-მდე ფილები, მინა და ა.შ ვიბრაციული მექანიზმი გეხმარებათ მეტლახისა და კაფელის გასწორებაში. აპარატს აქვს ჩაქუჩის რეგულირების რეჟიმი. აღჭურვილია 2 ცალი 12 ვოლტიანი აკუმულატორით, თითოეულის უწყვეტი სამუშაო დრო 20-40 წუთია (დამოკიდებულია ჩაქუჩის დატვირთვის რეჟიმზე). აპარატი მოთავსებულია პლასტმასის ქეისში, კომპლექტაციაში შედის ვიბრაციული ჩაქუჩი, დამტენი, 2 ცალი აკუმულატორი და პლასტმასის ქეისი. ამ აპარატის გამოყენება რეკომენდებულია, როგორც პროფესიონალური გამოყენებისთვის, ასევე საოჯახო და სამოყვარულო დანიშნულებითაც.
MAKITA-მ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ამზადებს კვალიფიციურ პროდუქტს, შესაბამისად მაკიტას პროდუქციის შეძენისას იღებთ ხარისხიან და გამძლე პროდუქციას, რაც დამტკიცებულია ექსპერტებისა და პროფესიონალი ხელოსნების მიერ
დეტალური ინფორმაცია:
- ბრენდი: MAKITA
- მოდელი: BT-121532
- ტიპი: ვიბრაციული ჩაქუჩი აკუმულატორზე / პნევმატური დგუში
- კვების კლასი: აკუმულატორი
- აკუმულატორის კლასი: Li-ion
- ვაკუუმის დგუშის მაქსიმალური წარმადობა: 150კგ-მდე
- ფილის მაქსიმალური ზომა: 120სმ-მდე
- ვიბრაციის მინ-მაქს სიხშირე: 100-12000 r/min
- ფერი: ლურჯი/ შავი
დამატებითი ინფორმაცია:
- ადგილზე მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით