შვეიცარული ჭურჭლის ნაკრები 12 პერსონაზე ARDESTO WINDSONG ER6IM99
‍699‍  ‍1100‍ 

შვეიცარული ჭურჭლის ნაკრები 12 პერსონაზე ARDESTO WINDSONG ER6IM99

IM-ER6IM99
+
სურვილების სიაში დამატება
აღწერა

 შვეიცარული კერამიკული ჭურჭლის ნაკრები ARDESTO WINDSONG 12 პერსონაზე განვადებითა და ადგილზე მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს მოდელი წარმოადგენს კლასიკური სერვირების ხაზს და შექმნილია როგორც საოჯახო, ასევე სარესტორნო ინდუსტრიაში გამოსაყენებლად. თითოეული თეფშის ელეგანტური ნაკვთები, მოგანიჭებთ სიამოვნებას ხელის მარტივი შეხების დროსაც კი. ერთნაირად უხდება ყოველდღიურ სუფრასა და სტუმრიან გარემოსაც. კომპლექტაცია ისეა შედგენილი, რომ მხოლოდ ამ 1 ნაკრების შეძენით დაცული იქნებით ნებისმიერი "მოულოდნელი" რისკისგან, გააოცებთ სტუმრებსაც და ოჯახის წევრებსაც, იქნება ეს: ოჯახური ვახშმის, დაბადების დღის, ქართული საქეიფო თუ საახალწლო სუფრა! 

კომპლექტაცია: 

  • პატარა თეფში (1) - 12 ცალი (AR3503I)
  • დიდი თეფში (2) - 12 ცალი (AR3504I) 
  • დიდი ღრმა თეფში - 12 ცალი (AR3511I)
  • თეფში ძირითადი კერძებისთვის - 6 ცალი (AR3512I)
  • ღრმა ჯამი წვნიანებისთვის - 6 ცალი (AR3515I)
  • დიდი სასალათე თეფში - 2 ცალი (AR3733)
  • კერამიკული ჩაიდანი - 2 ცალი (AR3519I)
  • ლანგარი ტკბილეულისთვის - 2 ცალი (AR3541I)
  • 3 სართულიანი ლანგარი ნამცხვრებისა და ტორტისთვის - 1 ცალი (AR3707)
  • სატყემლე - 3 ცალი (AR3734)
  • ხელსახოცების სათავსო - 2 ცალი (AR3637P)
  • სამარილეების კომპლექტი - 1 ცალი (AR3736)
  • სტარტერის თეფში - 1 ცალი (AR3718)
  • ჯამურად ნაჭრების რაოდენობა: 62 ერთეული

დამატებითი ინფორმაცია:

  • ფერი: თეთრი
  • კომპლექტის წონა: 40 კილოგრამი
  • მიწოდების სერვისი: მთელი საქართველოს მასშტაბით!
  • მიწოდება თბილისში: 18 ლარი, მიწოდება რეგიონებში: 30 ლარი
  • საწყობიდან გატანა: უფასო

ბრენდის ისტორია:

ARDESTO არის ცნობილი შვეიცარული ბრენდი, რომელიც სპეციალიზდება კლიმატკონტროლის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ჭურჭლისა და ტექსტილის წარმოებაში. ბრენდი გამოირჩევა მაღალი ხარისხის სტანდარტებზე და თანამედროვე დიზაინზე ორიენტირებით.

პროდუქცია იწარმოება წამყვან ქარხნებში მსოფლიოს მასშტაბით — სულ 141 ქარხანაში, მათ შორის ევროპასა და აზიაში. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით, ARDESTO იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე — საწყისი განვითარებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე. თითოეული პროდუქტი საფუძვლიანად მოწმდება, რაც უზრუნველყოფს მის ხარისხსა და საიმედოობას.

ყველა ARDESTO-ს პროდუქტი გადის მკაცრ ტესტებს, რათა დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტები, რაც გარანტიას იძლევა უსაფრთხოებაზე, გამძლეობასა და საიმედო მუშაობაზე ნებისმიერი პირობების დროს. ბრენდის საყოფაცხოვრებო ტექნიკა არა მხოლოდ ფუნქციურია, არამედ სტილურიც, რაც ასახავს ARDESTO-ს ყურადღებას დეტალებისადმი და თანამედროვე მომხმარებლების საჭიროებებისადმი.

2019 წლიდან ARDESTO აქტიურად აფართოებს საკუთარ ყოფნას საერთაშორისო ბაზრებზე. ხარისხისა და ინოვაციური მიდგომის წყალობით, ბრენდმა მოიპოვა აღიარება და ნდობა სხვადასხვა რეგიონში, განაგრძობს გაყიდვების გეოგრაფიის ზრდას პროფესიონალთა დახმარებით და პროდუქციის პოპულარიზაციას საბოლოო მომხმარებლებამდე

ARDESTO ქმნის პროდუქტებს, რომლებიც წლების განმავლობაში მოგემსახურებათ!

მახასიათებლები
ბრენდი
ARDESTO
You may be interested
  • Most Popular
  • On Sale
  • Recently Viewed
 
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase