პლასტმასის შესადუღებელი აპარატი (სარჩილავი) H50 1 წლიანი გარანტიით, განვადებითა და ადგილზე მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით. შესადუღებელი აპარატის სიმძლავრე 50 ვატს შეადგენს, ძაბვა კი 220 ვოლტს, მასალა ABS + უჟანგავი ფოლადი. არის პორტატული და მოსახერხებელი. აპარატს მოჰყვება ოთხი სახეობის 200 ცალი სახარჯი ტყვია (50x50), რომელიც დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან. ასევე მოყვება მკვნეტარა და დანა. შესადუღებელი აპარატი გამოიყენება ავტომობილის ბამპერების, შეზლონგებისა და სხვადასხვა პლასტმასის დეტალების აღსადგენად. მისი გამოყენება რეკომენდებულია, როგორც პროფესიონალური გამოყენებისთვის, ასევე საოჯახო და სამოყვარულო დანიშნულებითაც.

მახასიათებლები:
- მოდელი: H50
- ძაბვა: 220 ვოლტი
- ზომა: 60 x 20 x 5 სმ
- წონა: 700 გრამი
- სიმძლავრე: 50 W
- ფერი: წითელი
- გარანტია: 1 წელი
კომპლექტაციაშია:
- პლასტმასის შესადუღებელი აპარატი
- მკვნეტარა
- საკანცელარიო დანა
- ტყვიები
- ქეისი
დამატებითი ინფორმაცია:
- გარანტიითა და ადგილზე მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით