Xiaomi Redmi 15C შექმნილია იმისთვის, რომ მარტივად გაუმკლავდეთ ყველა თქვენს ყოველდღიურ ამოცანას. მისი გამოყენების სიმარტივე და საიმედო მახასიათებლები ამ მოწყობილობას იდეალურ არჩევნად აქცევს მათთვის, ვისაც ესაჭიროება ეფექტური, მაგრამ მარტივი სმარტფონი.
მოწყობილობა აღჭურვილია დიდი, 6.90-დუიმიანი IPS LCD ეკრანით, რომლის განახლების სიხშირე 120 Hz-ია. ეს უზრუნველყოფს გამოსახულების საოცარ სირბილეს, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია თამაშების, ვიდეოების ყურებისა და სოციალური ქსელების გამოყენების დროს. ენერგოეფექტური Mediatek Helio G81 Ultra ჩიპსეტი და 4 GB ოპერატიული მეხსიერება უზრუნველყოფს აპლიკაციების სწრაფ და შეუფერხებელ მუშაობას.
- მძლავრი ბატარეა: 6000 mAh მოცულობის ბატარეა გაძლევთ საშუალებას, ისარგებლოთ სმარტფონით მთელი დღის განმავლობაში ხშირი დატენვის გარეშე.
- მაღალი ხარისხის კამერა: 50 MP-იანი მთავარი კამერა იღებს მკაფიო და დეტალურ ფოტოებს ნებისმიერი განათების პირობებში.
- დიდი მეხსიერება: 128 GB შიდა მეხსიერება და MicroSD ბარათის სლოტი საშუალებას გაძლევთ, შეინახოთ ყველა თქვენთვის მნიშვნელოვანი ფაილი.
Xiaomi Redmi 15C იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს ხელმისაწვდომ, საიმედო და ფუნქციურ სმარტფონს ხანგრძლივი სამუშაო რესურსით.
ტექნიკური მახასიათებლები:
- ბრენდი: Xiaomi
- გამოშვების თარიღი: 2025
- ეკრანის ზომა: 6.90 ინჩი
- ეკრანის ტიპი: IPS LCD
- განახლების სიხშირე: 120 Hz
- ეკრანის სიკაშკაშე: 810 nits
- Bluetooth: 5.4
- SIM ბარათი: Dual SIM
- რეზოლუცია: HD+
- E-SIM: არა
- 5G: არა
- კორპუსის აგებულება: პლასტმასის უკანა მხარე, პლასტმასის ჩარჩო
- გრაფიკული პროცესორი: Mali-G52 MC2
- ჩიპსეტი: Mediatek Helio G81 Ultra
- სისტემა: Android
- სისტემის ვერსია: HyperOS 2
- IP დაცვა: IP64
- შიდა მეხსიერება: 128 GB
- ოპერატიული მეხსიერება: 4 GB
- მეხსიერების სტანდარტი: eMMC 5.1
- Micro SD სლოტი: კი
- მთავარი კამერა: 50 MP, f/1.8
- წინა კამერა: 8 MP, f/2.0
- მთავარი კამერის ვიდეო რეზოლუცია: 1080p@30fps
- წინა კამერის ვიდეო რეზოლუცია: 1080p@30fps
- დამუხტვის ინტერფეისი: Type-C
- 3.5mm Jack: კი
- ბატარეა: 6000 mAh
- დამუხტვის სიჩქარე: 33 W
- უსადენო დამუხტვა: არა
- წონა: 205 გრ
- ფერი: Midnight Black
Xiaomi-ს ისტორია
Xiaomi 2010 წელს ლეი ძიუნმა დააარსა, რწმენით, რომ მაღალი ხარისხის ტექნოლოგია ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. კომპანიამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა სმარტფონების ბაზარზე, ინოვაციური პროდუქტებისა და კონკურენტული ფასების წყალობით. დღეს Xiaomi ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია არა მხოლოდ სმარტფონების, არამედ სამომხმარებლო ელექტრონიკისა და 'ჭკვიანი სახლის' მოწყობილობების წარმოებაში. ბრენდის მისიაა, შექმნას პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის.