კუთხის დივანი მომხიბვლელია თავისი თანამედროვეობითა და დახვეწილი დიზაინით. იგი იდეალურად ეწყობა სახლის ნებისმიერ სივრცეს — იქნება ეს მისაღები, სამზარეულო თუ აივანი. მარტივად გადაადგილდება და ყენდება, ამიტომ იდეალურია სხვადასხვა ოთახისთვის.
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
მახასიათებლები:
- მყარი მეტალის ჩარჩო — დასაჯდომი ნაწილი დამზადებულია 10 მმ სისქის მეტალით, რაც უზრუნველყოფს მის გამძლეობასა და ხანგრძლივ გამოყენებას.
- ძირითადი მასალა: თუქრქული წარმოების ქსოვილი და მაღალი კომფორტის ღრუბელი.
- ზურგისა და გვერდების პატარა ბალიშები შევსებულია ბოჭკოთი და ღრუბლის ნაწილაკებით. კომპლექტში შედის 5 ბალიში.
- ფეხები: 8 ცალი მაღალი ხარისხის, იატაკს არამკაწრავი მყარი პლასტმასის ფეხი.
- კუთხის მიმართულება: შესაძლებელია მარჯვენა ან მარცხენა კუთხედ აწყობა — მონტაჟის დროს მარტივად ირჩევთ თქვენთვის სასურველ მიმართულებას.
ზომები:
- გრძელი მხარე: 230 სმ (სახელურებიანად)
- მოკლე მხარე: 125 სმ
პროდუქტი იგზავნება დაშლილი მდგომარეობაში. იგი მარტივი ასაწყობია, მოყვება ინსტრუქცია და ყველა სამონტაჟო დეტალი.